Wednesday, July 12, 2017

ფოტო და ვიდეო მასალა










მოსწავლეების მომზადებული პრეზენტაცია

 




პროექტი
პროექტის სახელწოდება: მუზეუმები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეარჩევენ მათმიერ მოძიებული მუზეუმებიდან ერთ-ერთს და მუშაობენ მასზე. ქმნიან ტექსტს მომზადებულს პაუერ- პოინტში, მუზეუმის მაკეტს და საინფორმაციო ბროშურას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. ეცნობიან სხვადასხვა მუზეუმებს. უვითარდებათ ენობრივი კომპეტენცია- კითხვის, საუბრის უნარი. უვითარდებათ ლექსიკა და პრეზენტაციის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი: 13 წლის ასაკის მოსწავლეები.
ვადები / ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:
1) მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რესურსებს სლაიდ შოუს და  მუზეუმის მაკეტს.
 2) მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მსმენელებისათვის ინგლისურ ენაზე და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, მასალები მაკეტისათვის ( მაკეტისათვის საჭირო რესურსზე მსჯელობენ და ირჩევენ მოსწავლეები ).
პროექტის მსვლელობა: 15 თებერვალს გავაცნო მოსწავლეებს პროექტის არსი და მოვისმინო მათი მოლოდინები პროექტის შესახებ. მოსწავლეებს დაევალოთ ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო ნებისმიერ მუზეუმზე. 20 თებერვალს მათ მიერ მოძიებული მუძეუმებიდან შეირჩეს ერთი რომელზეც ჯგუფები  იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთი ჯგუფი იმუშავებს ტექსტზე და პრეზენტაციაზე, მეორე მაკეტზე , ხოლო მესამე საინფორმაციო ბროშურაზე.  25 ტებერვალს წარმოადგენენ პრეზენტაციას მომზადებულს პაუერპოინტში. 1 მარტს ვნახავთ მუზეუმის მაკეტს და ბროშურას. 7 მარტს გაიმართება  პროექტის პრეზენტაცია  მეჯვრისხევის საჯარო  სკოლაში. პრეზენტაციას აკეთებს თითოეული ჯგუფი. ჯგუფი რომელიც მუშაობს ტექსტზე აკეთებს ტექსტის პრეზენტაციას, ჯგუფი რომელიც მუშაობს მაკეტზე აკეთებს მაკეთის პრეზენტაციას და ა. შ. ( ჯგუფები მუშაობენ დამოუკიდებლად, ინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს და შემდეგ ქმნიან ერთ მთლიან პროდუქტს).
საგანთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ძიების და ახლის შეცნობის ინტერესის აღძვრა, მოძიებული ინფორმაციის უცხო ენაზე გადმოცემის უნარის განვითარება.
სამუშაო ენა : ინგლისური ენა
პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო სარაული

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ninosarauli@gmail.com





პროექტის  ანგარიში
სკოლა: მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
კლასი: 8  კლასი
საგანი: ინგლისური ენა 
მასწავლებელი: ნინო სარაული
ძირითადი თემა :აკაკი წერეთლის სახლმუზეუმზე  ინფორმაციის მოძიება.
მისაღწევი შედეგები: . მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება , მისი დამუშავება , პაუეროინთში აწყობა და პრეზენტაციის გაკეთება. 
საკვანძო მეთოდები/ სტრატეგიები : მოსწავლეები ასრულებენ წერით,  ზეპირ და  მოსასმენ აქტივობებს. ისინი მუშაობენ როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად. და ქმნიან ხელოვნების ნიმუშს მაკეტს და ბუკლეტს.
ძირითადი სასწავლო რესურსები : ძირითადი რესურსები გახლდათ  ინტერნეტი , წიგნები , და სხვადასხვა ნივთები მაკეთის შესაქმნელად.
შედეგები:  შემიძლია ვთქვა რომ მოსწავლეებმა  მიაღწიეს შედეგს,  შეძლეს სისტემატიური კომუნიკაცია თანაგუნდელებთან. პროექტის სახელწოდება იყო მუზეუმები . მოსწავლეები დისკუსიის შედეგად შეჩერდა ერთ მუზეუმზე - აკაკი წერეთლის სახლმუზეუმი. და მის  შესახებ მოიძიეს ინფორმაცია: აკაკის  ავტობიოგრაფია, ფოტოები და და მუზეუმის ისტორია . მოსწავლეები გაეცვნენ მწერლის შესახებ უამრავ ინფორმაციას , ჰქონდათ დისკუსია და მსჯელობა აღნიშნულ თემაზე. კლასი დაიყო სამ ჯგუფად, ერთმა  ჯგუფებმა გააკეთეს პაუერპოინტში პრეზენტაცია , მეორემ შექმნა აკაკი წერეთლის სახლმუზეუმის მაკეტი და მესამემ ბუკლეტი. შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს თავიაანთი ნამუშევრების პრეზენტაცის თანაკლასელებისათვის. პრეზენტაციამ ჩაიარა წარმატებით, მოსწავლეები საუბრობდნენ თავისუფლად და მკაფიოდ ინგლისურ ენაზე.
    პროიექტმა მოსწავლეებს განუვითარა კომუნიკაციის , თანამშრომლობის უნარი, კომპიუტერთან მუშაობის და პრეზენტაციის უნარი, ასევე ინგლისურ ენაზე დისკუსიის გამართვისა და მოსმენის უნარი. ისინი გაეცვნენ აკაკის ბიოგრაფიას და მისი სახლმუხეუმის ისტორიას.
  პროექტზე მუშაობას მოსწავლეები ახასიათებენ დადებითად, ისინი კმაყოფილნი იყვნენ ჯგუფური მუშაობით და პრეზენტაციის გამართვით მათ დაძლიეს აუდიტორიის წინაშე წარდგენის შიში.
       



ფოტო და ვიდეო მასალა